← სიახლე
„ა“ ლიგის მეორე ტური საინტერესო გამოდგა

2017-02-02


„ა“ ლიგის მეორე ტურის სამივე მატჩს დღეს თბილისში მდებარე ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. 2 მატჩი ისეთი დაძაბული გამოდგა, რომ შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა, მესამე შეხვედრაში კი 25-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა.

პირველ მატჩში ერთმანეთს დიდი ბრძოლა გაუმართეს „თსუ-ჰიუნდაიმ“ და მარნეული „დელტამ“. ორივე გუნდმა პირველი ტურის მატჩები მოიგეს, აღნიშნული შეხვედრის გამარჯვებული კი ბოლო წამებზე გამოვლინდა. ქულა-ქულაში მიმდინარე მატჩის უკანასკნელ წუთზე „დელტა“ 2 ქულით დაწინაურდა. „თსუ-ჰიუნდაის“ თამაშის გადასარჩენად 16 წამი ჰქონდა, მაგრამ მარნეულელებმა მოახერხეს მეტოქის შეტევის მოგერიება და საბოლოოდ 64:62 – „დელტამ“ მეორე გამარჯვება მოიპოვა.

გამარჯვებულთაგან 21 ქულით საუკეთესო იყო დეანდრე რეი. 13 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა ლევან ელიაძემ, ხოლო ირაკლი ალხანაიძის ანგარიშზეც 13 ქულა დაგროვდა. „თსუ-ჰიუნდაიში: 13 ქულით ბომბარდირი გახდა ლუკა გიორგაძე, 12 ქულა და ამდენივე მოხსნა გიორგი კორსანტიამ მიითვალა. სანდრო სანაძემ პირად ანგარიშზე 12 ქულა ჩაიწერა.

მეორე მატჩის ბედი საფინალო სირენის თანხლებით გაირკვა. მატჩისთვის განკუთვნილი 40 წუთიდან „წყალტუბო“ “არენას“ 32:24 წუთის მანძილზე ამარცხებდა. იმერული გუნდის ლიდერობა რიგ მომენტებში 10 ქულასაც სცდებოდა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში არენელებმა მოახერხეს მობილიზება და ანგარიში გაათანაბრეს. პიტერ ალექსისმა ალექსანდრე ბიწაძის აცილებულ სამქულიანს რომ დამატა და ბურთი კალათში ჩაეშვა, საფინალო სირენის ხმაც გაისმა.

გამარჯვებაში უდიდესი წილი დაიდო როდნერიუს ლიუისმა, რომელმაც 37 ქულა მოაგროვა. 13 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა ალექსისს, ხოლო ტატო ჩაჩიბაია „არენას“ 11 ქულითა და 12 მოხსნით შეეწია. „წყალტუბოშ“ 27 ქულა ჰქონდა ტრევანტე უილიამს, 14 - ბრაიან ბლექმონს, ხოლო დიმიტრი დვალიშვილმა 12 ქულა მოაგროვა.

მესამე მატჩი, როგორც ვთქვით, დაძაბული არ გამოდგა. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის გუნდი (სეუ) პირველ მეოთხედში ღირსეულად ებრძოლა „ტიტებს“, თუმც ამეორე პერიოდში ხელი მოეცარა. 23:17 ლიდერობის შემდეგ, მეორე პერიოდის დარჩენილ 7 წუთში სეუ-ს მოთამაშეებმა ბურთი ვერ ჩააგდეს და დიდ შესვენებაზე 23:35 ჩამორჩნენ.

მეორე ტაიმში „ტიტებმა“ საბოლოოდ იპყრეს მატჩის სადავეები ხელთ და საბოლოოდ 25-ქულიანი გამარჯვება გაიფორმეს - 80:55. „ტიტებს“ 24 ქულით რაიან აარონმა ულიდერა. 12 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა ნათანიელ დრეიტონმა, 12 ქულა და 13 მოხსნა დაგროვდა არმანი ფლანინგანის ანგარიშზე.

„ა“ ლიგის მორიგი მატჩი 7 თებერვალს წყალტუბოში, ადგილობრივ გუნდსა და „დელტას“ შორის გაიმართბა.

 თსუ-ჰიუნდაი - მარნეული  62:64  

არენა 76 - წყალტუბო  88:86  

ტიტები - სეუ  80:55  

2015 © a-league.ge
საიტის შექმნა და მხარდაჭერა — Modart Image
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890