← სიახლე
წყალტუბოს და ტიტების გამარჯვებები

2017-03-08

 შედეგები  
 გალერეა

„ა“ ლიგაში დაძაბულობამ იმატა. დღეს, თბილისში დაწყებული მე-7 ტურის 2 მატჩიდან ერთი განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა. ვგულისხმობთ ტურნირის ერთ-ერთი ლიდერის, „არენასა“ და „წყალტუბოს“ მატჩს. იმერულმა კლუბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება მოიპოვა და ლიდერებში გაერია.

„წყალტუბომ“ „ა“ ლიგა ზედიზედ განცდილი 3 წაგებით დაიწყო, თუმცა შემდეგ ზედიზედ 4 მოგება მოიპოვა და დღეს ლიდერ „არენას“ გაუთანაბრდა. დაკარგული ქულებით კი ლიდერად „მარნეული“ დარჩა, რომელსაც 4 მოგება და 2 მარცხი აქვს.

„არენასა“ და „წყალტუბოს“ მატჩის ბედი საფინალო სირენამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაწყდა, მეტნაკლებად თანაბარი საწყისი 3 პერიოდის შემდეგ იმერულმა კლუბმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვა, მეტოქეს 20 ქულით გაასწრო და გამარჯვებამდეც იოლად მივიდა - 94:81.

გამარჯვებულებს ტრავანტე უილიამსმა ულიდერა, რომელმაც 26 ქულას 15 მოხსნა, 5 პასი და 4 ჩაჭრაც დაურთო, 20 ქულა მოაგროვა დიმიტრი დვალიშვილმა, დიმიტრი სვირიდოვმა 17 ქულასა და 7 მოხსნას მოუყარა თავი, კიდევ ერთმა ლეგიონერმა ბრაიან ბლექმონმა კი 16 ქულა და 8 მოხსნა ჩაიწერა პირად ანგარიშზე. არენას საუკეთესონი იყვნენ პიტერ ალექსისი 24 ქულითა და 13 მოხსნით, როდნერიუს ლუისი 21 ქულით, კონსტანტინე ბიწაძე 15 ქულითა და 8 მოხსნით.

მეორე მატჩში ერთმანეთს სეუ და ტიტები უპირისპირდებოდნენ, სადაც ფავორიტად ეს უკანასკნელი მოიაზრებოდა. ასეც მოხდა – ტიტებმა ზედმეტი გართულების გარეშე დაამარცხა სეუ – 84:61. გამარჯვებულებს გიორგი დვალმა და არმანი ფლანიგანმა ულიდერეს 21–21 ქულით, რომელსაც ამ უკანასკნელმა 18 მოხსნაც დაურთო და ორმაგი დუბლი გაიფორმა, 17 ქულა და 9 პასი მოაგროვა გიორგი გამყრელიძემ, რაიან აარონის ანგარიშზე 8 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი დაგროვდა. სეუ–ს საუკეთესონი იყვნენ დავით მაისურაძე 20 ქულითა და 14 მოხსნით, ბექა ახალაიამ 13 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა, ვიქტორ კოღუაშვილმა თავის გუნდსი კი 12 ქულა შესძინა.

ტურის მესამე მატჩი 24 მარტს მარნეულსა და თსუ–ჰიუნდაის შორის გაიმართება, ხოლო მომდევნო ტური 13 მარტს წყალტუბოში აიღებს სათავეს. 

2015 © a-league.ge
საიტის შექმნა და მხარდაჭერა — Modart Image
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890