← სიახლე
არენასა და დელტას მორიგი გამარჯვებები

2017-03-14

 გალერეა

„ა“ ლიგის გათამაშების ერთ მატჩს დღეს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. ტური კი გუშინ, ქუთაისში გამართული შეხვედრით დაიწყო, რომელშიც „არენამ“ ნომინალური მასპინძელი „წყალტუბო“ 75:67 დაამარცხა.

დღევანდელ შეხვედრაში კი ბრძოლა არ შედგა. „არენამ“ 30 ქულით - 93:63 დაამარცხა აუტსაიდერი სეუ. მატჩის ბედი პირველ ტაიმში გაირკვა, რომელიც არენელებმა 49:20 მოიგეს.

გამარჯვებულებმა გუნდურად ითამაშეს: „არენას“ 5 კალათურთელი 10-ქულიან ზღვარს ასცდა. ერთბაშად 3 მოთამაშეს - როდნერიუს ლიუისს, კოტე ბიწაძეს და ტატო ჩაჩიბაიას 15-15 ქულა დაუგროვდათ. ამ უკანასკნელმა 10 მოხსნაც მიითვალა და მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი მიითვალა. სეუ-ში 26 ქულით საუკეთესო იყო კახა გიორგაძე.

„ა“ ლიგის მიმდინარე ტური ხვალ, „სეუ-ჰიუნდაისა“ და „ტიტების“ მატჩით დასრულდება.

 წყალტუბო – მარნეული  67:75

არენა – სეუ  93:63  

2015 © a-league.ge
საიტის შექმნა და მხარდაჭერა — Modart Image
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890