← სიახლე
თსუ-ჰიუნდაიმ ტიტებს მოუგო და დელტას გაუთანაბრდა

2017-03-17

 გალერეა

„ა“ ლიგის მე-8 ტურის ბოლო შეხვედრაში „თსუ-ჰიუნდაი“ „ტიტებს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში - 84:75 დაამარცხა. ორივე გუნდისთვის შედეგს პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა: „ტიტები“ გამარჯვების შემთხვევაში მეტოქეს უთანაბრდებოდნენ, ხოლო „თსუ-ჰიუნდაის“ მოგება ცხრილში მნიშვნელოვნად აწინაურებდა.

პირველი ტაიმი თანაბარი გამოდგა. თავდაპირველად „ტიტები“ დაწინაურდა, შემდეგ კი „თსუ-ჰიუნდაიმ“ მოახერხა თამაშის გათანაბრება და დიდ შესვენებაზე მინიმალური ლიდერობით გავიდა - 43:42. მესამე მეოთხედში სტუდენტურმა გუნდმა უპირატესობა მოიპოვა, ათწუთეული 27:15 მოიგო და ხელჩასაჭიდი ლიდერობა მოიპოვა.

„ტიტების“ მოთამაშეები თამაშის ბოლომდე ცდილობდნენ ვითრების გამოსწორებას, მაგრამ მეტოქესთან 5 ქულაზე ახლოს ვეღარ მივიდნენ. საბოლოოდ „თსუ-ჰიუნდაიმ“ 9 ქულის სხვაობით იმარჯვა და დაკარგული ქულების გათვალისწინებით მარნეულის „დელტასთან“ ერთად „ა“ ლიგის ლიდერია. ორივე გუნდს 5 გამარჯვება და 2 მარცხი აქვს. „დელტასა“ და „თსუ-ჰიუნდაის“ მე-7 ტურის გამოტოვებული შეხვედრა 24 მარტს გაიმართება.

„ა“ ლიგის მე-9 ტურის სამივე მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 19 მარტს გაიმართება.

2015 © a-league.ge
საიტის შექმნა და მხარდაჭერა — Modart Image
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890