← სიახლე
სუპერლიგაში გადასასვლელ ბრძოლაში მარნეულის დელტა დაწინაურდა

2017-04-13

 გალერეა

გუშინ მარნეულში დაწყებული „ა“ ლიგის მე-13 ტური დღეს თბილისში დასრულდა. ტურმა საბოლოოდ ისე ჩაიარა, რომ მარნეულის „დელტას“ სასარგებლო ანგარიში დაფიქსირდა და დღევანდელი ვითარებით სწორედ ქვემოქართლურ გუნდს აქვს სუპერლიგაში გადასვლის ყველაზე რეალური შანსი.

„დელტამ“ გუშინ შინაურ კედლებში 75:49 დაამარცხა „წყალტუბო“ და ყურადღბა დღევანდელ მატჩში გადაიტანა, რომელშიც უმთავრესი კონკურენტი „თსუ-ჰიუნდაი“ „ტიტებს“ ხვდებოდა. ამ მატჩამდე სატურნირო თვალსაზრისით ნაკლებადმნიშვნელოვანი მატჩი გაიმართა, რომელშიც „არენამ“ სეუ 124:77 დაამარცხა.

რაც შეეხება „თსუ-ჰიუნდაისა“ და „ტიტების“ მატჩს, დიდი ბრძოლა არც ამ შეხვედრაში შედგა. ოთხეულში მოსახვედრად (რაც მომავალ სეზონში „ა“ ლიგაში დარჩნის გარანტია) მებრძოლმა „ტიტებმა“ სუპერლიგაში გადასასვლელად მებრძოლ „თსუ-ჰიუნდაის“ 16 ქულით - 81:65 სძლია.

ამ წაგებით სტუდენტური გუნდის სუპერლიგაში გადასვლის შანსი მინიმუმამდე დაეცა. პირველ ადგილზე მყოფმა „დელტამ“ დარჩენილი 2 მატჩიდან ორივე გუნდა წააგოს, სუპერლიგის საგზური რომ ვერ მოიპოვოს. არადა, ქვემოქართლელთა მეტოქე „ტიტებთან“ ერთად“ სეუ-ს გუნდია, ხოლო ამ უკანასკნელს მიმდინარე სეზონში მოგება არ გააჩნია.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, საკვანძო გამოდგა მე-2 პერიოდი, რომელიც „ტიტებმა“ 29:11 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 22-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ. ამერიკელი ლეგიონერების - რაიან აარონისა და არმანი ფლანინგანის ლიდერობით, რომლებსაც გიორგი გამყრელიძე, გიორგი დვალი და დარჩნილი თანაგუნდელებიც შედეგიანად აშველებდნენ ხელს, „ტიტებმა“ მოპოვებული ლიდერობა ისე შეინარჩუნეს, ვითარება არ დაძაბულა.

გამარჯვებულებს 22 ქულითა და 10 მოხსნით ფრანინგანმა ულიდერა, ხოლო ბომბარდირი23 ქულით რაიან აარონი გახდა. ტრადიცულად სარგებლიანი იყო გამყრელიძე, რომელმაც 9 ქულას 5 მოხსნა და მატჩში უმეტესი - 11 შედეგიანი გადაცემა დაურთო.

მომდევნო, ბოლოსწინა ტურის სამივე მატჩი 20 აპრილს, თბილისში გაიმართება. 

2015 © a-league.ge
საიტის შექმნა და მხარდაჭერა — Modart Image
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890