← სიახლე
jr.gbf.ge: კალენდარი და ვიდეო-კოლაჟი Junior NBA-GBF ლიგის ვებ-გვერდზე

2017-05-15

 JR.GBF.GE

Junior NBA-GBF ლიგა იწყება. კალენდარი შედგენილია და პასიფიკისა(ქუთაისი) და სამხრეთ-დასავლეთის (ბათუმი) დივიზიონებში ტურნირი სტარტს 17 მაისს აიღებს. პერიოდულად, სტარტს აიღებს თამაშები დანარჩენ 4 - ატლანტიკის (თბილისი), სამხრეთ-აღმოსავლეთის (თელავი), ჩრდილო-დასავლეთის (კასპი) და ცენტრალურ (რუსთავი) დივიზიონებში. ტურნირის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას ჩვენს ვებ-გვერდზე: jr.gbf.ge -ზე მიიღებთ, სადაც ოპერატიულად განთავსდება კალენდარი, გამართული მატჩების შედეგები და ფოტო-ვიდეო მასალები. 

შეგახსენებთ, რომ  Junior NBA-GBF ლიგა რიგით მეორე გათამაშებაა. შარშანდელის მსგავსად, ტურნირში წლეულსაც 30 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და გათამაშების სისტემა ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ანალოგიური იქნება. ჯგუფებიდან საუკეთესო 2-2 გუნდი პლეი ოფში გავა. მათ დაემატება კონფერენციების (დასავლეთი და აღმოსავლეთი) მიხედვით დივიზიონის 2-2 საუკეთესო მესამეადგილოსანი და ჯამში 16 გუნდი ჩემპიონობისთის ბრძოლას პლეი ოფიდან გააგრძელებს.

Junior NBA-GBF ლიგის ჩემპიონი ივნისის თვეში გამოვლინდება. მანამდე კი შეგიძლიათ ამ საინტერესო ლიგას მატჩებზე დასწრებასთან ერთად ჩვენი ვებ-გვერდის jr.gbf.ge-ის  საშუალებითაც უგულშემატკივროთ.

2015 © a-league.ge
საიტის შექმნა და მხარდაჭერა — Modart Image
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890